ფეხბურთი

17:19 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი “რეალით” ამაყია

მადრიდის “რეალის” მეკარემ იკერ კასილასმა, ჩემპიონთა ლიგაზე “ლუდოგორეცთან” (4:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის ამაყია თავისი გუნდით.

“ამაყი ვარ ჩემი თანაგუნდელებით და სამწრთნელო შტაბით. ჩვენ მოგებათა სერიას კიდევ ერთი მატჩი მიემატა”- განაცხადა კასილასმა თავის ტვიტერის გვერდზე.

“რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6-დან ექვსივე მატჩი მოიგო. 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.:

0.116653