ფეხბურთი

6:29 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოდინი შედეგით კმაყოფილია

მადრიდის “ატლეტიკოს” ცენტრალური მცველი, დიეგო გოდინი “იუვენტუსთან” ნათამაშები ფრის (0:0) შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელი (გუშინდელი) შეხვედრის შედეგითაც და მთლიანად ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლითაც ძალიან კმაყოფილია.

“ძალიან ბედნიერები ვართ პირველი ადგილის მოპოვებით. რთული შეხვედრა იყო და მოხარული ვარ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

ჩვენ ორგანიზებულად ვიცავდით თავს და ისე ვთამაშობდით, როგორც საჭირო იყო. ასევე გვქონდა რამდენიმე კარგი შანსი, რომ გაგვეტანა პირველ ტაიმში. თამაში ძალიან ინტენსიური იყო პირველ ნახევარში, ხოლო მეორეში ორივე გუნდი დაიღალა და ნაკლებად გამოავლინა თავისი შესაძლებლობები”, - განაცხადა ურუგვაელმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფის ლიდერად “ატლეტიკო” მოგვევლინა, ხოლო “იუვენტუსი” მე-2 პოზიციას დასჯერდა.

0.12835