ფეხბურთი

15:52 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

ბაქოს “ინტერის” ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ი აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ძალიან სასიამოვნო სანახავია თუ როგორი თავდაჯერებულია გამოცდილი ქართველი მცველი. ამისულაშვილმა თამაშიდან სრულად გამოთიშა ფრედი მომბონგო და “ინტერის” შეტევების 2/3-ს იწყებდა. მიმდინარე სეზონში “მშრალი” თამაშების დიდ რაოდენობას ამისულაშვილის კლასსა და “ცივსისხლიანობას” უნდა უმადლოდეს” – იუწყება azerifootball.com-ი 32 წლის ამისულაშვილის შესახებ, რომელმაც მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111374