კალათბურთი

19:48 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” სევილიაში სენსაციურად დამარცხდა

ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონა” გასვლით მატჩში “სევილიასთან” 11-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 74:85 (19:23, 17:20, 18:22, 20:20)

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” 15-ე ადგილზე მყოფ “სევილიას” ვერცერთი პერიოდი ვერ მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “სევილიის” კალათბურთელი გილერმო გუსტავო ერენანგომესი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა და 13 მოხსნა შესძინა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი +41 შეადგინა. “ბარსელონას” გუნდის ლიდერის, ხუან კარლოს ნავაროს არყოფნაში, მარსელიონიო უერტასმა ულიდერა 17 ქულით. ასევე კარგი მატჩი ჩაატარა ანტე ტომიჩმა - 16 ქულა და 10 მოხსნა.

“ბარსელონას” ზედიზედ 9 თამაში ჰქონდა მოგებული (იგულისხმება ევროლიგის 4 მატჩი და ესპანეთის ჩემპიონატის 5).

ბარსა ესპანეთის ACB ლიგაში მე-3 ადგილზე იმყოფება. პირველზე მადრიდის “რეალია”.

თეგებიACB ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11379