ფეხბურთი

13:32 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი: “ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა შეგვიძლია”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ფიორენტინასთან” დასრულებული მატჩის შემდეგ (0:0), სამშაბათს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრის შესახებ (“ატლეტიკოს” წინააღმდეგ) გააკეთა კომენტარი.

ბუფონს მიაჩნია, რომ “იუვეს” მადრიდელთა ძლევა ხელეწიფება და ევროპის 8 უძლიერეს გუნდში მოხვედრაც სავსებით რეალურია.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში ჩვენს გამოსვლას არ შეიძლება მიეცეს კატასტროფული ანალიზი. პირველ წელს მეოთხედფინალიდან მომავალმა ჩემპიონმა გამოგვთიშა, შარშან კი არეულები ვიყავით. წლეულს ორი ისეთი თამაში წავეგეთ, რომელიც წასაგები ნამდვილად არ იყო. დარწმუნებული ვარ, პირველ 8 გუნდში მოხვედრას შევძლებთ” – განაცხადა ბუფონმა.

“იუვენტუსისა” მადრიდის “ატლეტიკოს” შეხვედრა სამშაბათს, 9 დეკემბერს გაიმართება. “ბებერ ქალბატონს” ჯგუფური ბარიერის დასაძლევად ფრეც აძლევს ხელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125685