ფეხბურთი

18:41 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ტრანსფერებისთვის 150 მილიონს გამოყოფს

ბრიტანული DailyMail-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელების შესაძენად 150 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოყოს, რათა ლუის ვან გაალმა თავის პროექტი განახორციელოს.

მანჩესტერელთა სამიზნე კევინ სტროტმანი, დიეგო გოდინი, დანი ალვეში, მატს ჰუმელსი და არიენ რობენი იქნებიან. ამავდროულად, “იუნაიტედმა” უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ გამოისყიდის თუ არა “მონაკოდან” იჯარით აყვანილ კოლუმბიელ რადამელ ფალკაოს.

“წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა ჰოლანდიელი სპეციალისტის მიდგომას ენდობა და სურს, მადრიდის “რეალის” მსგავსად, ყველა სათამაშო პოზიციაზე გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავდეს.

ლუის ვან გაალის მისვლის შემდეგ, კლუბმა 6 მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა. “წითელი ეშმაკების” რიგებს არგენტინელები ანხელ დი მარია და მარკოს როხო, ჰოლანდიელი დალეი ბლინდი, კოლუმბიელი რადამელ ფალკაო (იჯარა), ინგლისელი ლუკ შოუ და ესპანელი ანდერ ერერა დაემატა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი შესაძლოა მეკარე ანდერს ლინდეგაარდმა დატოვოს და დანიელის შემცვლელად “ბარსელონას” ყოფილი პირველი მეკარე ვიქტორ ვალდესი მოგვევლინოს.

აქვე ცნობილი ხდება, რომ მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბს 10 ფეხბურთელი დატოვებს. მიზანი კლუბის სტაბილური თამაშის დამკვიდრებაა, რომელიც ალექს ფერგიუსონის ეპოქის შემდეგ “მანჩესტერს” არ ღირსებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112861