ფეხბურთი

16:31 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია “ანორთოსისს” დააკლდება

ფამაგუსტას “ანორთოსისის” ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს და კვიპროსის საფეხბურთო პირველ დივიზიონში (უმაღლესი ლიგა) აპოელ-თან მატჩს გამოტოვებს.

19 წლის შუახაზელს მცირე ტრავმა აქვს და “ანორთოსისის” ჰოლანდიელი მწვრთნელი ანდრე პაუსი მას სხვა ფეხბურთელით ჩაანაცვლებს.

ფამაგუსტელთა მეორე ქართველი ლეგიონერი ირაკლი მაისურაძე, რომელიც ასევე ნახევარმცველია, მწყობრშია და მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადება.

0.111984