ფეხბურთი

18:58 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა “ჩელსიში” დაასრულებს

ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემთან” დასრულებული მატჩის შემდეგ, კოტ დ’ივუარელ ფორვარდ დიდიე დროგბას შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. “განსაკუთრებულმა” განაცხადა, რომ დროგბა კარიერას დასავლეთ ლონდონის კლუბში დაასრულებს.

“დარწმუნებული ვარ, დიდიე საფეხბურთო კარიერას აქ დაასრულებს. რა მოხდება შემდეგ, ვნახოთ. სიამოვნებით ვიხილავდი მას განსხვავებულ ამპლუაშიც”, - განაცხადა მოურინიომ.

დიდიე დროგბამ “დეზებიან მამლებთან” ჩატარებულ მატჩში გოლის გატანაც შეძლო. მიმდინარე სეზონში ეს მისი მეორე საპრემიერლიგო ბურთი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063219