ფეხბურთი

11:52 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” ჩერჩით დაინტერესება დაადასტურა

მილანის “ინტერის” აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო ფასონემ მისი გუნდის მხრიდან მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ ალესიო ჩერჩის მიმართ ინტერესი დაადასტურა.

27 წლის იტალიელი ესპანურ კლუბში “ტორინოდან” 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გასულ ზაფხულში გადავიდა, მაგრამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და პრიმერა დივიზიონის მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყველა ჯერზე შეცვლაზე შევიდა, ჯამში მოედანზე მხოლოდ 94 წუთი გაატარა და თითო ყვითელი და წითელი ბარათით დაისაჯა.

“ისეთი კლუბები, როგორიც ჩვენ ვართ, მუდამ ინტერესით აკვირდებიან სატრანსფერო ბაზარს. ვაკვირდებით მოთამაშეებს, რომელთაც მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტები უმთავრედათ, ან იმათ, ვინც ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა. შესაბამისად, ჩერჩით დაინტერესებული ვართ. ის იტალიელია, კარგად იცის სერია A-ს დეტალები და ხარისხიანი შემსრულებელია. ახლა ძნელია მისი “ინტერის” ფეხბურთელად წარმოდგენა. საქმე ფინანსურ საკითხებშია. “ატლეტიკოს” წარმომადგენელბთან ჯერ არ გვისაუბრია”, - განაცხადა ფასონემ Corrierre dello Sport-თან საუბარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122349