ფეხბურთი

2:57 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1 უცვლელი ლიდერით

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის ექვსი მატჩი გაიმართა. ქართველი ფეხბურთელის კიკაბიძის “ბასტია” კვლავ დამარცხდა. საინტერესოა, რომ გოლები მხოლოდ “ევიანის” მოთამაშეებს გაჰქონდათ. მეტოქის კარში შეგდებული ორი გოლის გარდა ერთი საკუთარ კარშიც გაიტანეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. 14 ქულით “ბასტია” მე-20 ადგილზე იმყოფება და შესაძლოა შემდეგი წელი ლიგა 2-ში გაატაროს.

“გენგამისა” და “კაენის” შეხვედრაში მასპინძლებმა ხუთი გოლი გაიტანეს, ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ ერთი მიიღეს. მანდანესა და ბივუს გოლებს ალან ჟირესის შვილმა ერთი გოლი მიუმატა და მასპინძელთა გოლების გრაფაში ხუთიანი ჩაიწერა.

“სენტ ეტიენის” მორიგ გამარჯვებას პოგბამ დაუდო საფუძველი, მეორე გოლი ბაისის ანგარიშზეა. მონპელიეში მოგების შემდეგ “სენტ ეტიენი” მესამე ადგილს იკავებს, გალტიეს გუნდი აღმასვლას განიცდის.

“სენტ-სიმფორიენზე” საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. “მეცისა” და “ბორდოს” შეხვედრაში გოლი არ გასულა, თუმცა გოლები გავიდა ნიცაში, სადაც ნ’ტეპისა და კონრადსენის გოლებს ცვიტანიჩის პრესტიჟის გოლით უპასუხა პუელის გუნდმა.

რომ არა სირიგუს ავტოგოლი ჩემპიონატის ლიდერი შეიცვლებოდა, პსჟ-მ “ლილის” დამარცხება ვერ მოახერხა. ურუგვაელი კავანის გოლის შემდეგ პარიზელთა მეკარის ავტოგოლმა “მარსელის” წისქვილზე წყალი დაასხა.

ბასტია – ევიანი 1:2 (1:0)

ფურიანი, “არმანდ სეზარი”

ბასტია: არეოლა, პალმიერი, მოდესტო, პეიბერნსი, ჯიკუ, ბუდებუზი, ჟილე, მაბულუ, კაჰუზაკი, კამანო, აიტი (რომაინი 61)

მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი

ევიანი: ჰანსენი, აბდალაჰი, კამბონი, მონგონგუ, საბალი, ვასი, კონე, ტეიედა (სორლინი 46 ), ტომასონი (კამუსი 46 ), ნილსენი (ნინკოვიჩი 73), ნ’სიკულუ

მთავარი მწვრთნელი: დუპრაზი

გოლები: 1:0 აბდალაჰი (საკუთარ კარში, 35), 1:1 ვასი (65), 1:2 ნ’სიკულუ (83)

მთავარი მსაჯი: ვარელა

გაფრთხილება: კამბონი (3), კაჰუზაკი (55), კამანო (62), ნ’სიკულუ (88), არეოლა (88), ვასი (89), პალმიერი (89)

გენგამი – კაენი 5:1 (2:1)

გენგამი, “სტად დე რუდურუ”

გენგამი: ლოსლი, ლევექუ, სორბონი, ანგუა, იაკობსენი, ჟირესი, დიალო (სანხარე 68), მატისი, მატისი, იატაბარე (პიე 76), ბივუ, მანდანე (დუნიამა 79)

მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი

კაენი: ვერკუტრე, კალვე, იაჰია, პიერე, იმორუ, რასპენტინო (კოიტა 54 ), ადეოტი, ფერეტი, ნანგისი, ლემარი (კანტე 64), პრივატე (დუჰამელი 53 )

მთავარი მწვრთნელი: გარანდე

გოლები: 1:0 მანდანე (4), 1:1 იაჰია (17), 2:1 ჟირესი (21), 3:1 ბივუ (61), 4:1 მანდანე (62), 5:1 ბივუ (78)

მთავარი მსაჯი: ამაურ დელერუ

გაფრთხილება: დიალო (12), იატაბარე (35), ნანგისი (43)

გაძევება: პიერე (59)

მეცი – ბორდო 0:0

მეცი, “სენტ-სიმფორიენი”

მეცი: კარასო, ბუსმანი, მილანი, მარჩალი, მეტანირე, ნ’დოუ, დუკურე, მალუდა, კრივეტსი (მაიგა 57 ), ლეჟუნე (კაში 85 ), ფალკონი

მთავარი მწვრთნელი: კარტიე

ბორდო: კარასო, ფუბერტი, სანე, პალოისი, კონტენტო, პლასილი, სერტიჩი, ტრაორე (მაურის-ბელაი 59), ჰაზრი (როლანი 90+1 ), ტურე, დიაბატე (კრიველი 69)

მთავარი მწვრთნელი: სანიოლი

მთავარი მსაჯი: სებასტიენ მორეირა

გაფრთხილება: ლეჟუნე (20), მეტანირე (32), ფალკონი (35), კარასო (86), ჰაზრი (89)

89-ე წუთზე მალუდამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

მონპელიე – სენტ ეტიენი 0:2 (0:2)

მონპელიე, “ალტრად სტედიუმი”

მონპელიე: პიონიე, ტიენე (ბარიოსი 65 ), ელ კუტარი, ჰილტონი, დეპლანე, მუნიე, მარტინი, მარვუა (ბაქარი 46 ), სანსონი, კამარა, ბერიგუდი

მთავარი მწვრთნელი: კურბისი

სენტ ეტიენი: რუფიე, კატერინე, პოგბა, ბრისონი, ბაისე, კოჰადე (ლემოინე 74 ), დიომანდე, მოლო, კორნეტი (პერინი 81 ), მონე-პაკე, ვან ვოლფსვინკელი (გრადელი 71)

მთავარი მწვრთნელი: გალტიე

გოლები: 0:1 პოგბა (22), 0:2 ბაისი (43)

მთავარი მსაჯი: ოლივერ ტუალი

გაფრთხილება: პოგბა (26), მარვუა (28), დეპლანე (62)

გაძევება: დიომანდე (77)

ნიცა – რენი 1:2 (0:1)

ნიცა, “ალიანს რივიერა”

ნიცა: ჰასენი, პალუნი, ჟენევოსი, გომისი, ამავი, მენდი, რაფეტრანიაინა (ბუტეკი 60 ), მენდი, ჰალტი, ბოსეტი (ეისერიკი 79 ), ედუარდო (პლეა 59 ), ცვიტანიჩი

მთავარი მწვრთნელი: პუელი

რენი: კოსტილი, დანზე, მექსერი, არმანდი, მ’ბენგუ, კონრადსენი, ბრულსი, მორეირა (ანდრე 70), პაიო (დუკურე 77 ), ნ’ტეპი (პედრო 58), ჰაბიბუ

მთავარი მწვრთნელი: მონტანიე

გოლები: 0:1 ნ’ტეპი (12), 0:2 კონრადსენი (49), 2:1 ცვიტანიჩი (89)

მთავარი მსაჯი: ალექსანდრე კასტრო

გაფრთხილება: რაფეტრანიაინა (26), გომისი (56), ბრულსი (87)

ლილი – პსჟ 1:1 (1:1)

ლილი, “პიერ მურუ”

ლილი: ენიამა, ბერია, როზენჰალი, კიაერი, კორჩია, მავუბა, მარტინი (სუარე 74 ), გაია, ბალმონტი (დელაპლასე 37), რუქსი (ფრეი 84), ორიჯი

მთავარი მწვრთნელი: ჟირარი

პსჟ: სირიგუ, ვან დერ ვილი, ლუიზი, სილვა, მაქსველი, პასტორე, მოტა, მატუიდი (ბაჰებეკი 83), ლუკასი, კავანი, ლავეცი (ვერატი 63)

მთავარი მწვრთნელი: ბლანი

გოლები: 0:1 კავანი (29), 1:1 სირიგუ (საკუთარ კარში 42)

მთავარი მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო

გაფრთხილება: მოტა (59)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144663