ფეხბურთი

22:43 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “ახალგაზრდა იტალიელებში “ოქროს ბურთის” მომავალ კანდიდატს ვერ ვხედავ”

ჯანლუიჯი ბუფონი იტალიური ფეხბურთის მომავალს არცთუ ოპტიმისტურად უყურებს. “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მეკარე ვერ ხედავს ახალგაზრდა თანამემამულეს, რომელიც მომავალში “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებს.

“არ ვიცი არცერთი ახალგაზრდა იტალიელი, რომელიც მომავალში “ოქროს ბურთის” მოგების კანდიდატი იქნება. მიმდინარე წელს ამ ჯილდოსთვის იტალიელები იმიტომ არ იბრძვიან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად გამოვედით და ჩვენი კლუბები მნიშვნელოვანი ევროპული ტიტულებისთვის უკვე წლებია ვერ იბრძვიან.

მიმაჩნია, რომ “ოქროს ბურთს” კრიშტიანუ რონალდუ მოიგებს.”

ბუფონი იმ ერთადერთ შემთხვევაზეც საუბრობს, როდესაც “ოქროს ბურთი” მეკარემ მოიგო. 1963 წელს, საუკეთესოდ საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი ლევ იაშინი დასახელდა. წელს კი, იგივეს გამეორების შანსი “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯს, მანუელ ნოიერს აქვს. “იაშინი? ის წარმოადგენდა ქვეყანას, რომელზეც ცოტა რამ იცოდნენ და ეს ფაქტორი მას “ოქროს ბურთის” მოგებაში დაეხმარა. იმ დროს, ხალხს იაშინის თამაშის შესახებ მხოლოდ გაგონილი ჰქონდა. ის საქმეში მხოლოდ რამდენჯერმე იხილეს. ვფიქრობ, იაშინის შესახებ ლეგენდებმა მას კარგი საქმე გაუკეთა.” – აცხადებს ბუფონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116832