ფეხბურთი

18:16 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პროსინეჩკიმ აზერბაიჯანი ჩაიბარა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი რობერტ პროსინეჩკი აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას ITAR-TASS-ი ავრცელებს.

45 წლის ხორვატმა სპეციალისტმა საქართველოს მეზობელ ქვეყანასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პროსინეჩკიმ აზერბაიჯანის ნაკრებში გერმანელი ბერტი ფოგთსი შეცვალა, რომელიც ამ გუნდს 2004 წლიდან წვრთნიდა.

რობერტ პროსინეჩკი ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც გახლდათ. 2010/12 წლებში ბელგრადულ “ცრვენა ზვეზდას” წვრთნიდა. 2012 წლის ოქტომბერში შოთა არველაძემ “ქაისერისფორი” დატოვა და კლუბის მთავარი მწვრთნელი ხორვატი გახდა. თურქულ გუნდს პროსინეჩკი 2013 წლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109807