კალათბურთი

15:43 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დევისმა ოლაჯუონი გაგვახსენა

“ნიუ ორლეანის” ფორვარდმა ენტონი დევისმა “ოკლაჰომა სიტისთან” მოგებულ (112:104) მატჩში ისეთი სტატისტიკა აჩვენა, რომელიც ადრე მხოლოდ ლეგენდარულ ჰაკიმ ოლაჯუონს დაუფიქსირებია.

დევისმა 25 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 6 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც 1973-74 წლების სეზონის შემდეგ (ლიგამ პროტოკოლში ბლოკ-შოტების და ჩაჭრების შეტანა სწორედ ამ დროიდან დაიწყო), აღნიშნულ ხუთ კომპონენტში მსგავსი მაჩვენებლები ჰქონია, ოლაჯუონია.

1987 წლის მარტში “ჰიუსტონმა” “სიეტლს” მე-2 ოვერტაიმში სძლია, ჰაკიმმა კი 38 ქულა, 17 მოხსნა, 6 პასი, 7 ჩაჭრა და 12 (!) დაფარება მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111544