ფეხბურთი

22:08 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერმალენი 4 თვეში დაბრუნდება

“ბარსელონას” ბელგიელი მცველის, ტომას ვერმალენის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ის გუნდს 4 თვის შემდეგ დაუბრუნდება. ამ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.

ტომას ვერმალენი “ბარსელონაში” გასულ ზაფხულში გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო მას კატალონიელთა მაისურით ჯერ არ უთამაშია. ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ბელგიელ ფეხბურთელს ოპერაცია ჭირდებოდა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ მას 6 თვე გაუცდებოდა. ბოლო ცნობებით, ოპერაციის შემდეგ, ბელგიელის მკურნალობის დრო 4 თვემდე შემცირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110514