ფეხბურთი

14:08 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" კრულს 6 კვირა მოისაკლისებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ნიუკასლის" მეკარეს ტიმ კრულის კოჭის ტრავმა აწუხებს და "კაჭკაჭებს" 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ დაადასტურა.

სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში 26 წლის ჰოლანდიელ გოლკიპერს 5 მატჩი გაუცდება. მიმდინარე სეზონში "ნიუკასლის" პირველმა მეკარემ 13 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაუშვა.

ტიმ კრული ტრავმის გამო "ნიუკასლის" კარს ირლანდიის ეროვნული ნაკრების მეკარე რობ ელიოტი დაიცავს. "კაჭკაჭები" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 19 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111336