ფრანგული “ბორდო” მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველით, სებასტიან როდეთი დაინტერესდა – იუწყება ფრანგული პორტალი Sport.Fr
ჟირონდელთა მთავარი მწვრთნელი “ბაიერნის” ყოფილი მცველი, ვილი სანიოლია და შესაბამისად, კლუბებს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ზაფხულში ფრანგულმა კლუბმა დიეგო არმანდო კონტენტო დაიმატა “რეკორდმაისტერიდან”. ახლა კი, როდეს 6 თვით იჯარით აყვანა სურთ, რომელსაც “ბაიერნის” ძირითადში მოხვედრა უჭირს.
როდემ მიმდინარე ბუნდესლიგაში 8 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.







