ჭადრაკი

14:17 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძის პირველი ყაიმი

გიგა ყუფარაძემ (2464) საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-6 ტურში პირველი ყაიმი დააფიქსირა, თუმცა, ლიდერობა შეინარჩუნა.

ყუფარაძე შავი ფიგურებით ნოე თუთისანს (2301) დაუზავდა და 5.5 ქულა მოაგროვა. გიგას უახლოესი მდევარი ნიკოლოზ ჩხაიძე (2203) გახლავთ, რომელმაც აკაკი შალამბერიძე (2412) დაამარცხა და თავი 5.0 ქულას მოუყარა.

მე-7 ტურში, რომელიც 30 ნოემბერს შედგება, ყუფარაძე ირაკლი კელეპტრიშვილს (2182, 4.5 ქულა) ეთამაშება, ხოლო ჩხაიძის მეტოქე ნოე თუთისანი (2301, 4.5) იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057835