ფეხბურთი

11:20 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: “რეალი” სწორ გზაზეა

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა სტუმრად “მალაგასთან” (2:1) გამარჯვების შემდეგ კარლო ანჩელოტის მიულოცა კლუბის რეკორდის დამყარება - რეალმა ზედიზედ 16 თამაში მოიგო. სერხიომ ასევე დასძინა, რომ გუნდი მშვიდად და დალაგებულად თამაშობს.

“დღეს ისტორიული დღეა. ჩვენ მნიშვნელოვანი რეკორდი დავამყარეთ. ვულოცავ კარლო ანჩელოტის ამ მიღწევას. ვფიქრობ, გუნდი სწორ გზაზე დგას”- რამოსის სიტყვებს Goal.com ციტირებს.

კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა “რეალმა” ზედიზედ 16 მატჩი მოიგო, 10-პრიმერადივიზიონში, 5- ჩემპიონთა ლიგაზე და 1 - “კოპა დელ რეიზე”. ზედიზედ 16 მატჩის მოგება “რეალისთვის” სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე “რეალისთვის” საუკეთესო შედეგად ზედიზედ 15 მოგება ითვლებოდა, როცა ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 2011-12 წლებში მოიგო მიყოლებით თხუთმეტჯერ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11073