ფეხბურთი

2:06 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას სასტარტო, გაფრთხილება და 80 წუთი

ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში ლევან ყენიას "სლავია" ოსტრავას ესტუმრა და ადგილობრივ ბანიკთან მატჩი უგოლოდ დაასრულა.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 80 წუთის თავზე კი ადგილი კარელ პიტაკს დაუთმო.

პრაღელებმა 20 ქულა მოაგროვეს და მე-7 ადგილზე იმყოფებიან, ლიდერ “ვიკტორია პლზენთან” ჩამორჩენა კი 15 ქულას შეადგენს.

“სლავია” მომდევნო მატჩს უკვე გაისად ჩაატარებს. 21 თებერვალს ყენიას გუნდი ლიბერეცის “სლოვანს” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116215