ფეხბურთი

10:33 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი ტრავმირებულია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასს ბარძაყის ტრავმა აწუხებს. აღნიშნული ინფორმაცია "არისტოკრატთა" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა.

ფაბრეგასის ტრავმის გამო სანაკრებო შეხვედრებიც გაუცდება.

"მას ბარძაყის ტრავმა აწუხებს და შესაძლოა ერთი ან ორი თამაში ჩვენ რიგებში ვერ ჩაატაროს. ფაბრეგასი ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე ვერ წავა და ვერც მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ თუ იგი წასვლას შეძლებს, დარწმუნებული ვარ უფრო გამიზეზებული ტრავმით დაგვიბრუნდება." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ვისენტე დელ ბოსკემ უკვე დაასახელა ესპანეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა. იმ შემთხვევაში თუ ფაბრეგასი "ფურია როხას" ვერ დაეხმარება, ესპანელ სპეციალისტს მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.

ახალი ინფორმაცია არაა, რომ ჟოზე მოურინიოს სანაკრებო პაუზა აღიზიანებს. პორტუგალიელი თვლის, რომ ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებული მატჩების შემდეგ მისი ფეხბურთელები სხვადასხვა ტრავმით ბრუნდებიან. ვისენტე დელ ბოსკემ დიეგო კოშტა სწორედ ტრავმის გამო არ გამოიძახა, თუმცა ფეხბურთელმა შაბათს "ლივერპულთან" გამართულ მატჩში (2:1) გამარჯვების გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ფაბრეგასს, მან პრემიერლიგის მე-11 ტურში "მერსისაიდელების" წინააღმდეგ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099955