ფეხბურთი

17:22 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი “გალათასარაიდან” მიდის

სტამბოლის “გალათასარაის” იტალიელი თავკაცის ჩეზარე პრანდელის თურქული საგამ მხოლოდ 5 თვეს გასტანა. გამოცდილი სპეციალისტი “ლომებს” ტოვებს. ინფორმაციას მხოლოდ გაოფიციალურებაღა აკლია. იტალიის ნაკრების ექსთავკაცისთვის გადაწყვეტი გუშინდელი შეხვედრა გამოდგა, რომელიც “გალამ” ბრიუსელში “ანდერლეხტთან” 0:2 წააგო. ამ მარცხით “გალათასარაიმ” არათუ ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა, ევროპის ლიგაზე გადართვის შანსიც დაკარგა. გუნდს 5 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, სტამბოლური კლუბი წარმატებული თამაშით ვერც თურქეთის სუპერლიგაში დაიკვეხნის, სადაც 10 თამაშის შემდეგ, 19 ქულა აქვს და თანაქალაქურ კლუბებს, “ბეშიქთაშს” და “ფენერბაჰჩეს” საგრძნობლად ჩამორჩება.

პრანდელიმ “გალათასარაი” გასულ ზაფხულს მას შემდეგ ჩაიბარა, რაც იტალიის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალზე სრული ფიასკო განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098704