ფეხბურთი

10:51 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა დაჯგუფდა

ჩილეს ქალაქ ვინია-დელ-მარში კოპა ამერიკის 2015 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

ტურნირი 11 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარდება და მას შემდეგი ქალაქები უმასპინძლებენ: სანტიაგო, ანტოფაგასტა, ვინია-დელ-მარი, კონსეპსიონი, ლა სერენა, ვალპარაისო, რანკაგუა და ტემუკო. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 21 ივნისს დასრულდება, 24-27-ში მეოთხედფინალებია დანიშნული, 29-30-ში ნახევარფინალები, 3 ივლისს მესამეადგილოსანი გამოვლინდება, ხოლო 4 ივლისს სანტიაგოში ფინალური მატჩი შედგება.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი

ჩილე, მექსიკა, ეკვადორი, ბოლივია

B ჯგუფი

არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი, იამაიკა

C ჯგუფი

ბრაზილია, კოლუმბია, პერუ, ვენესუელა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119869