ფეხბურთი

0:34 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად სიჭინავა: “უცხოელ კანდიდატებს შორის მათეუსიც ფიგურირებს”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე არაერთი კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის სახელოვანი გერმანელი ლოთარ მათეუსიც გახლავთ. აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია რუსთავი-2-ზე გადაცემა “სპორთ თაიმში” სტუმრობისას გააკეთა.

სიჭინავას თქმით, ნაკრების თავკაცის პოსტზე არაერთი უცხოელი მწვრთნელის კანდიდატურა მოიაზრება, რომელთა შორის 4 გერმანელია, ერთ-ერთი კი 53 წლის მათეუსი გახლავთ. ლოთარის საფეხბურთო მოღვაწეობაზე აღარ შევჩერდებით და ამ ეტაპზე მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ბოლოს იგი ბულგარეთის ნაკრებს ავარჯიშებდა.

მათეუსი სლავთა ეროვნულ გუნდს 2010-2011 წლებში წვრთნიდა, მას შემდეგ კი, არსად უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110109