ფეხბურთი

21:35 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ ჩეხის აგენტი არაფერს გამორიცხავს

ლონდონის “ჩელსის” მეკარის პეტერ ჩეხის აგენტმა ვიქტორ კოლარმა ინგლისურ მედიასთან განაცხადა, რომ თავისი კლიენტის გუნდიდან აბარგება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნაკლებ შესაძლებელია, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

“მსოფლიო ფეხბურთში არასდროს არაფერია გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში ჩეხი მსოფლიო კლასის მეკარეა და მისი “ჩელსიდან” ზამთარში აბარგება რთული იქნება” – განაცხადა ჩეხის აგენტმა.

პეტერ ჩეხი ლონდონურ კლუბში 2004 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს, თუმცა მიმდინარე სეზონის წინ მან გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბოლო პერიოდში მის სახელს “არსენალს”, “მილანს” და “ბეშიქთაშს” უკავშირებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108656