არნემის “ვიტესის” ყოფილი მეპატრონის მერაბ ჟორდანიას ვაჟმა ლევან ჟორდანიამ ჰოლანდიის იუპილერ ლიგის (პირველი ლიგა) კლუბ “ახილესის” რიგებში დებიუტი გოლით აღნიშნა.
“ახილესმა” ამხანაგურ მატჩში “კუიკი” 2:1 დაამარცხა და ერთი გოლი 18 წლის ჟორდანიამ გაიტანა.
“მსოფლიო სპორტი” ჯერ კიდევ ოქტომბერში იუწყებოდა, რომ ლევან ჟორდანია, რომელიც “ვიტესის” ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობდა, “ახილესში” გადავიდოდა, რომელსაც იუპილერ ლიგაში მე-19 ადგილი უკავია. მას იმედი აქვს, რომ იანვრის შემდეგ განაცხადში შეიყვანენ და ოფიციალურ მატჩებს ჩაატარებს.







