ფეხბურთი

16:53 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის და კიელინის პრესკონფერენცია

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა და და მცველმა ჯორჯო კიელინიმ კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს. ბუფონი “იუვეში 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო 30 წლის ცენტრალური მცველი 2018 წლამდე.

ამასთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ხსენებულმა ორმა ფეხბურთელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ანდრეა ანიელი: “ჩვენმა კაპიტანმა და ვიცე-კაპიტანმა კლუბთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს. ბუფონი ჩვენთან 2017 წლამდე დარჩება, კიელინი კი - 2018 წლამდე. ისინი ნამდვილი ლიდერები არიან, ჯიჯი გასახდელშიც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. “იუვენტუსისთვის” კი ერთადერი რამ, რასაც აზრი აქვს გამარჯვებაა. ბუფონმა თავისი კარიერის გამო ნამდვილად დაიმსახურა “ოქოს ბურთი”. ჩემთვის კურიოზული ფაქტია, რომ ბუფონს ეს ჯილდო არასდროს მოუგია, მანუელ ნოიერს კი მისი მოგების შანსი აქვს. მომავლში ორივე “იუვეს” შტაბში? - ჩვენ , ახლა მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვფიქრობ, მომავალზე შემდეგ, ვისაუბროთ”.

ჯანლუიჯი ბუფონი: “ვამაყობ, ჩემს არჩევანს 14 წელი რომ უსრულდება. გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი, სპორტსმენი და ადამიანი. სავარაუდოდ ეს ჩემი ბოლო კონტრაქტი იქნება. კმაყოფილი ვარ, რომ ისეთ ადამიანთან ერთად მომიწია კონტრაქტის გაგრძელება, როგორიც ჯორჯოა. ის ნამდვილი მაგალითია ახალგაზრდებისთვის და ჩემთვისაც. იტალიის თასის ფინალი, რომელიც “ნაპოლისთან” წავაგეთ იმედგაცრუებას იწვევს, ისევე როგორც ევროპის ლიგის ფინალს მიღმა დარჩენა”.

ჯორჯო კიელინი: “ბედნიერი ვარ და ამავდროულად ემოციურად განწყობილი. ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვინც ჩემს ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა. “იუვე” ერთი დიდი ოჯახია. გვინდა, რომ წარმატებულ შედეგებს მივაღწიოთ. ჩემთვისაც, ჯიჯის მსგავსად, ტკივილს იწვევს შარშანდელი ევროპის ლიგის ფინალს მიღმა დარჩენა. არადა, გადამწყვეტი მატჩი საკუთარ მინდორზე უნდა გვეთამაშა”.

ბუფონი “ბებერ ქალბატონში” მე-14 სეზონს ატარებს, კიელინი კი - მეათეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120503