ფეხბურთი

12:19 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძე კვლავ “ინტერისთვის” შეუტევს

ტურკუს “ინტერის” ფორვარდი ირაკლი სირბილაძე დიდი ალბათობით მომავალ სეზონშიც ფინურ კლუბში ითამაშებს.

ამჟამად, 32 წლის ფეხბურთელი თბილისში იმყოფება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მან “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ტურკუელებთან 1+1 კონტრაქტი აკავშირებს და თუ სხვა გუნდებიდან სერიოზული წინადადება არ ექნება, “ინტერში” დარჩება.

განვლილ სეზონში სირბილაძემ ტურკუელთა რიგებში 30 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. მასზე მეტი თანაგუნდელებიდან არავის გაუტანია. “ინტერმა” 12-გუნდიან ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი ლიგა) მე-9 ადგილი დაიკავა.

0.121537