ჭადრაკი

22:14 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა სამეული პოზიციებს ინარჩუნებს

საქართველოს საჭადრაკო პირველ ლიგას 5 ტურის თავზეც 3 ლიდერი ჰყავს. ესენი სოფიო გვეტაძე (2343), მერი არაბიძე (2378) და ანა კუჭავა (2106) არიან. გასულ ტურში არაბიძე და გვეტაძე დაზავდნენ, კუჭავამ კი ყაიმი ალექსანდრა ვახანიასთან (2109) გააფორმა.

მე-6 ტურში, რომელიც 20 ნოემბერს შედგება, კუჭავა არაბიძეს დაუპირისპირდება, გვეტაძის მეტოქე კი ნატო იმნაძე (2292) იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში 30 მოჭადრაკე ჩაება და შვეიცარიული სისტემით 9 ტურად თამაშობს, პირველ ხუთ ადგილზე გასული მონაწილეები კი საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113053