ფეხბურთი

12:35 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილმა და ნავალოვსკიმ პრინციპული მატჩი მოიგეს

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-20 ტურში, ტიხვინის “ტოსნომ”, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, პრემიერლიგაში გადასვლაში ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი სამარას “კრილია სოვეტოვი” სტუმრად 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულებში მეკარე ნუკრი რევიშვილმა და მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ სრულად ითამაშეს. მე-11 წუთზე, ნავალოვსკის დარტყმის შემდეგ მასპინძელთა მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია და ბათრაზ ხადარცევმა ანგარიში გახსნა. 57-ე წუთზე იმავე ხადარცევმა დუბლი შეასრულა. ტრავმირებულ ფორვარდ ოთარ მარცვალაძეს არ უთამაშია. მის მსგავსად მოედანზე არც რუსეთის მოქალაქე ფორვარდი მიხაილ გორელიშვილი შესულა. “ტოსნოს” 37 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-3 ადგილზეა.

“სახალინმა” სტუმრად ძერჟინსკის “ხიმიკს” 2:1 აჯობა. ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ სრულად ითამაშა, ხოლო დისკვალიფიცირებული შუახაზელი ზურაბ არზიანი დისკვალიფიკაციის გამო 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. რუსეთის მოქალაქე მცველი ლევან ჯღარკავა თადარიგში იჯდა, მაგრამ მოედანზე არ შესულა. “ხიმიკში” მცველ გიორგი ჯიქიას, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, არ უასპარეზია. “სახალინს” 19 ქულა აქვს და 18 გუნდში მეთექვსმეტეა. “ხიმიკი” 13 ქულით მეჩვიდმეტეა.

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” სახლში კალინინგრადის “ბალტიკას” ვერ მოუგო – 0:0. ფორვარდმა მერაბ ურიდიამ ნიჟნინოვგოროდელებში 86-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო რუსეთის მოქალაქე მეკარე გიორგი შელიამ კალინინგრადელებში 90 წუთი იასპარეზა. “ვოლგა” 25 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო “ბალტიკა” 20 ქულით მეთხუთმეტეა.

ვლადივოსტოკის “ლუჩე-ენერგიამ” “ტომი” მიიღო და ვერ აჯობა – 0:0. მცველმა გურამ თეთრაშვილმა, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, თავიდან ბოლომდე ითამაშა და 43-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ლუჩ-ენერგიას” 30 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111377