ჭადრაკი

23:48 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კუჭავა, არაბიძე და გვეტაძე ლიდერობენ

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე პირველი ლიგის ტურნირზე სამი მონაწილე გალიდერდა. 4 ტურის შემდეგ 3.5 ქულით ანა კუჭავა (2106), მერი არაბიძე (2378) და სოფიო გვეტაძე (2343) დაწინაურდნენ.

მომდევნო ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ორი რეიტინგ-ფავორიტის: არაბიძის და გვეტაძის შეხვედრა იწვევს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში 30 მოჭადრაკე ჩაება და შვეიცარიული სისტემით 9 ტურად თამაშობს, პირველ ხუთ ადგილზე გასული მონაწილეები კი საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113359