ფეხბურთი

11:22 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაურინიო თამაშის დროს ტექნოლოგიების გამოყენების მომხრეა

ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ “ლივერპული” – “ჩელსის” მატჩის დამთავრების შემდეგ განაცხადა, რომ თამაშის მიმდინარეობისას ვიდეო ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში საპოლემიკო ნაკლები იქნება და ყველანი მშვიდად იქნებიან.

“თუ ტექნოლოგიებს ყველა შეხვედრაში საბოლოოდ დანერგავენ, უკეთესი იქნება, ასეთ შემთხვევაში უფრო მშვიდად ვიქნებით. დღეს ამ ტექნოლოგიის გარეშე მეეჭვება, კეჰილის გოლის დროს არბიტრს სწორი გადაწყვეტილება გამოეტანა. ” – განაცხადა მაურინიომ.

“ლივერპულისა” და “ჩელსის” შეხვედრა “არისტოკრატებმა” 2:1 მოიგეს. მატჩის მე-14 წუთზე კი გარი კეჰილის გოლი ე.წ. Hawk-Eye ტექნოლოგიის მეშვეობით იქნა დაფიქსირებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110253