ჭადრაკი

23:48 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე და გავაშელი დაწინაურდნენ

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ქალთა 72-ე ჩემპიონატის პირველმა ლიგამ.

ასპარეზობაში 30 მოჭადრაკე მონაწილეობს და ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება. მონაწილეები შემდეგი დროის კონტროლით თამაშობენ: თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. პარტიის ბოლომდე. პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ამასთანავე, პირველ ხუთ ადგილზე გასული მონაწილეები საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

სატურნირო რეიტინგ სიის ლიდერები მერი არაბიძე (2378), სოფიო გვეტაძე (2343) და ნატო იმნაძე (2292) არიან, 2 ტურის თავზე კი ქულათა მაქსიმუმით არაბიძე და ანა გავაშელი (2150) ლიდერობენ. მე-3 ტურში ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116489