ფეხბურთი

13:59 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ალაბა 3 თვით დაკარგა

მიუნხენის “ბაიერნმა” ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა 2-დან 3 თვემდე მოისაკლისა. ფეხბურთელმა ტრავმა გუშინ, “რომას” (2:0) წინააღდეგ მოგებულ შეხვედრაში მატჩის მიწურულს მიიღო.

პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ, ალაბაზე ცალკე კომენტარი გააკეთა:

“ვფიქრობ, იგი 2-3 თვე დაგვაკლდება. იმედი მაქვს, ზამთრის პაუზის შემდეგ, ალაბა სრულ მზადყოფნაში იქნება. მის გარეშე უფრო გაგვიჭირდება”, - განაცხადა გვარდიოლამ.

დავიდ ალაბას გვარდიოლა სხვადასხვა პოზიციაზე იყენებდა. 22 წლის ფეხბურთელი მიუნხენელთა ძირითადი შემადგენლობის წევრად 2011-2012 წლების სეზონიდან ჩამოყალიბდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113806