ფეხბურთი

22:24 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარმა” ვაჩიბერაძის გოლით მოიგო

დღეს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელების ბექა ვაჩიბერაძისა და ილია იჩუაიძის დონეცკის “შახტარმა” საშინაო მოედანზე ბორისოვის “ბატე” 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი ბექა ვაჩიბერაძემ გაიტანა. “შახტარის” კაპიტანმა პირველი ტაიმის მიწურულს, 37-ე წუთზე გახსნა ანგარიში. როგორც ვაჩიბერაძემ, ასევე იჩუაიძემ შეხვედრა სრულად ჩაატარეს.

ოთხი ტურის შემდეგ “შახტარი”10 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება, 7 ქულით მეორეა “პორტუ”, ბილბაოს “ატლეტიკს” ექვსი ქულა აქვს, ხოლო “ბატეს” ქულაც არ აუღია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066245