ბრემენის “ვერდერის” ფორვარდი ფრანკო დი სანტო, კლუბის გენერალური დირექტორის ტომას ეიჩინის თქმით, გუნდში რჩება. არგენტინელი მოთამაშის შესახებ ეიჩინი გერმანულ გამოცემა “ბილდს” ესაუბრა.
“ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ დი სანტოსთან ურთიერთობა. მოთამაშის გაყიდვას არ ვაპირებთ. გვსურს გრძელვადიანი პერიოდით დარჩეს გუნდში და გოლების გატანა განაგრძოს” – აღნიშნა “ვერდერის” დირექტორმა.
დი სანტო “ვერდერის” მაისურით 2013 წლიდან თამაშობს. 33 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.






