კალათბურთი

21:27 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ადრიატიკის ლიგაში თამაში ჩხუბის გამო შეფერხდა (+VIDEO)

ABA (ადრიატიკის) ლიგაში ერთმანეთს ბულგარეთის “ლევსკი” და სერბეთის “პარტიზანი” დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი პერიოდი 14:21 დამთავრდა “პარტიზანის” სასარგებლოდ. მეორე პერიოდი უნდა დაწყებულიყო, როცა “ლევსკის” გულშემატკივრები პარკეტზე შეიჭრნენ და მცირეოდენ სერბ გულშემატკივრებთან შეტაკებაც მოხდა.

ჩხუბის დროს დაიმტვრა სკამები და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დარბაზში სპეცრაზმმა მობილიზება დაიწყო, რამაც საბოლო ჯამში დააშოშმინა გულშემატკივარი. მატჩი დაახლოებით 1 საათი შეჩერებული იყო, ორივე გუნდის გულშემატკივრები გაიყვანეს დარბაზიდან, მატჩი მაყურებლის გარეშე განახლდა და “პარტიზანმა 98:66 გაანადგურა ლევსკი.

უცნობია, რამ გამოიწვია ბულგარელების ასეთი გაღიზიანება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.205143