ძიუდოში 2012 წლის საერთაშორისო სეზონს მსოფლიოს მასტერსი გახსნის. უპრესტიჟულესი ტურნირი, რომლის შემადგენლობაც მსოფლიოს რეიტინგის მიხედვით კომპლექტდება, საქართველოს ნაკრების 4 წევრი ჩაერთვება. თავიანთ წონით კატეგორიებში 16 საუკეთესოს შორის ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე (ორივე - 100 კგ) იმყოფებიან. თუ ხელი ტრავმებმა არ შეუშალათ, 14-15 იანვარს, ალმათის ტატამზე სწორედ ეს სპორტსმენები გავლენ.
ქინგდაოს დიდი პრიზის დასრულებიდან ერთ დღეში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგ-სია გამოაქვეყნა. ათეულში ქართველთაგან კვლავ მხოლოდ პაპინაშვილია. მართალია, მას ტოკიოს დიდ სლემზე არ უჭიდავია და შესაბამისად, არც არაფერი შემატებია, მაგრამ სამაგიეროდ, რუს არსენ გალსტიანს დააკლდა ქულები და ქართველი მსუბუქწონოსანი მე-5 ადგილამდე დაწინაურდა. პაპინაშვილის ანგარიშზე 788 ქულაა. მესამე და მეოთხეადგილოსან ძიუდოისტებს, იაპონელ ჰიროაკი ჰირაოკასა და უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიას კი, 1104-1104 ქულა აქვთ.
ლიპარტელიანი 726 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს. ჟორჟოლიანი (662) და ცირეკიძე (598) კი, რეიტინგში მე-13 და მე-14 ადგილებზე დგანან.
საქართველოს ნაკრების სხვა წევრები და კანდიდატები ოცეულს მიღმა რჩებიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ისევ 66 კილოგრამშია, სადაც ტრავმირებული შალვა ქარდავა ტურნირიდან ტურნირამდე თმობს პოზიციებს. იგი 200 ქულით 43-ე ადგილზეა და ოლიმპიადის ლიცენზიანტთა განაცხადში ვერ ხვდება. თუმცა წინ კიდევ 6 სარეიტინგო ტურნირია (ალმათის მასტერსის გამოკლებით).
აქვე გთავაზობთ შვიდივე წონითი კატეგორიის მსოფლიოს რეიტინგსიის საუკეთესო ხუთეულებს, ყველა ქართველი ძიუდოისტის რეიტინგსა და დარჩენილი სალიცენზიო ტურნირების ჩამონათვალს.
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 2290
2 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია) 1150
3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) 1104
4 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 1104
5 ამირან პაპინაშვილი 788
23 ბეთქილ შუკვანი 360
35 დავით ასუმბანი 285
75 პაატა მერებაშვილი 84
153 ნესტორ ხერგიანი 12
66 კგ
1 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი) 1310
2 ალიმ გადანოვი (რუსეთი) 1182
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი) 1178
4 როკ დრაკშიჩი (სლოვენია) 1056
5 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია) 1054
42 შალვა ქარდავა 200
101 დავით ასუმბანი 40
129 ლაშა შავდათუაშვილი 24
142 გიორგი მკალავიშვილი 20
159 გიორგი შოშიაშვილი 18
163 პაატა მერებაშვილი 16
173 მიხეილ ხომიზური 14
179 უჩა ხუციშვილი 12
184 სანდრო იაკობაშვილი 12
184 არსენა მაჭარაშვილი 12
73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია) 1528
2 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) 1474
3 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1258
4 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია) 1100
5 მანსურ ისაევი (რუსეთი) 940
31 ნუგზარ ტატალაშვილი 268
45 ამბაკო ავალიანი 176
59 თენგიზ პაპოშვილი 128
87 ზაზა კედელაშვილი 68
155 ზვიად ბაზანდარაშვილი 20
181 ზურაბ ნოზაძე 16
217 დავით კობერიძე 10
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1746
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია) 1580
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი) 944
4 ტრევის სტევენსი (აშშ) 864
5 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია) 796
29 ავთანდილ ჭრიკიშვილი 354
38 ლევან წიკლაური 292
61 დავით კარბელაშვილი 146
131 დავით ქევხიშვილი 30
131 ხვიჩა ხუციშვილი 30
138 იოსებ წელაური 28
161 პაატა ღვინიაშვილი 20
231 გიორგი ბაინდურაშვილი 6
231 დავით ჭაბუკაშვილი 6
255 გრიგოლ შინჯიკაშვილი 2
90 კგ
1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 1646
2 ტაკაში ონო (იაპონია) 1446
3 დაიკი ნიშიამა (იაპონია) 1358
4 ტიაგო კამილო (ბრაზილია) 910
5 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 906
12 ვარლამ ლიპარტელიანი 726
52 ზვიად გოგოჭური 166
70 მინდია ბოდაველი 92
90 საბა გავაშელიშვილი 58
107 ლაშა გურული 34
126 გიორგი ცოციაშვილი 24
172 ბეთქილ ნავერიანი 6
100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია) 1306
2 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი) 1300
3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1244
4 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) 1166
5 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი) 1040
13 ლევან ჟორჟოლიანი 662
14 ირაკლი ცირეკიძე 598
57 დავით ლორიაშვილი 88
69 რევაზ ჩიკოიძე 56
86 ალექსანდრე მსხალაძე 36
110 ნოდარ მეტრეველი 20
117 ზურაბ ზვიადაური 18
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2030
2 ანდრეას ტოლცერი (გერმანია) 1360
3 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე) 1340
4 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1068
5 ბარნა ბორი (უნგრეთი) 770
23 ზვიად ხანჯალიაშვილი 370
37 ადამ ოქრუაშვილი 232
67 ლაშა გუჯეჯიანი 86
84 ნოდარ მეტრეველი 46
125 გიგა გუბელაძე 8
14-15 იანვარი – ალმათის მსოფლიოს მასტერსი
28-29 იანვარი – თბილისის მსოფლიოს თასი
4-5 თებერვალი – პარიზის დიდი პრიზი
11-12 თებერვალი – ობერვარტის მსოფლიოს თასი
18-19 თებერვალი – დიუსელდორფის დიდი პრიზი
25-26 თებერვალი – პრაღას მსოფლიოს თასი
26-28 აპრილი – ევროპის ჩემპიონატი (ჩელიაბინსკი)
ამ ტურნირებიდან ყველაზე მეტ სარეიტინგო ქულას მასტერსი იძლევა. შეჯიბრებაზე, რომელშიც მხოლოდ თითოეული წონითი კატეგორიის 16-16 საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობს, ჩემპიონი 400 ქულას იღებს, ფინალისტი – 240-ს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 160-ს. დიდი პრიზის ჩემპიონ-პრიზიორებს 200, 120 და 80 ქულა ერგებათ. მსოფლიოს თასის ოქრო 100 ქულად ფასობს, ვერცხლი – 60-ად, ხოლო ბრინჯაო – 40-ად. ევროპის ჩემპიონატზე კი, მედალოსნები 180, 108 და 72 ქულას მიიღებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







