ძიუდო

16:28 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

4 ოქროს და 1 ბრინჯაოს ნახევარფინალი

დიუსელდორფის “დიდ პრიზზე” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ოთხ წევრს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ორ-ორი გამარჯვება აშორებს - ლევან წიკლაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ცოტა ხანში ფინალის საგზურის მოსაპოვებლად იჭიდავებენ.
წიკლაური ნახევარფინალში მსოფლიოს 2-გზის და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, სამხრეთკორეელ ჯაე-ბუმ კიმს დაეჭიდება, ჭრიკიშვილი – კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს, ლიპარტელიანი – ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდს, ხოლო ოქრუაშვილი – ტუნისელ ფაიცელ ჯაბალაჰს.
მედლისთვის ბრძოლას ზვიად გოგოჭურიც (90 კგ) განაგრძობს, ვინც მეოთხედფინალში ილიას ილიადისთან წაგების გამო დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო და “ბრინჯაოს ნახევარფინალში” გერმანელ იანიკ გუტშეს უნდა შეხვდეს.
დღესვე “დიდ პრიზზე” ალექსანდრე მსხალაძემ, გიორგი ნოზაძემ (ორივე 100 კგ) და ლევან მატიაშვილმაც იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ და ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც უმალ დაკარგეს.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09473