კალათბურთი

16:00 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობი ბრაიანტი: “იმედია მაშინ წავალ კალათბურთიდან, როცა მომინდება”

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის”კალათბურთელის კობი ბრაიანტის განცხადებით, მას სურს კალათბურთიდან მაშინ წავიდეს, როცა თვითონ მოუნდება. ამის შესახებ yahoo.com იუწყება.

“ყველას სურს სპორტიდან მაშინ წავიდეს, როცა ამის სურვილი თავად ექნებათ. იმედია ამის საშუალება მეც მექნება. კიდევ მინიმუმ ორი წელი ვგეგმავ თამაშს” – განაცხადა კობი ბრაიანტმა.

36 წლის ბრაიანტისთვის NBA-ს მე-19 სეზონი იწყება. ამერიკელმა წინა სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. 19 მატჩი აქილევსის მყესის ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო 57 შეხვედრა მარცხენა მუხლის ტრავმის გამო. კობიმ ბოლოს 2013 წლის 17 დეკემბერს “მემფის გრიზლის” წინააღმდეგ ითამაშა.

კობი ბრაიანტის Top 10

https://www.youtube.com/watch?v=jhyANGHDDH8


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11606