ფეხბურთი

1:48 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ ისევ გაიტანა!

21 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ მიმდინარე სეზონში რუმინული კლუჟის მაისურით ჩატარებულ მე-4 მატჩში მე-3 გოლი შეაგდო.

ჭანტურიამ ამჯერად თავი “ბრაშოვთან” წაგებულ მატჩში გამოიჩინა. გიორგიმ მე-5 წუთზე პენალტი შეაგდო, თუმცა, მე-2 ტაიმში უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა და მათ 2:1 მოიგეს.

ქართველმა ფეხბურთელმა 41-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, 70-ე წუთზე კი იგი მწვრთნელმა შეცვალა.

კლუჟელებს 26 ქულა შერჩათ და პირველ ადგილზე მყოფ ბუქარესტის “სტიუას” 5 ქულით ჩამორჩებიან. 8 ნოემბერს ჭანტურიას კლუბი “ბოტოსანის” ესტუმრება.

პოლონეთის ჩემპიონატში თანალიდერობის მოპოვების შანსი გაანიავა ნიკა ძალამიძის “იაგელონიამ”. ბიალისტოკელები “ბელხატუვს” მასპინძლობდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე მყოფ ვარშავის “ლეგიას” ეწეოდნენ, თუმცა, 0:1 წააგეს.

ძალამიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, მის გუნდს კი 26 ქულა და მე-3 პოზიცია შერჩა. ბიალოსტოკელები მე-15 ტურის მატჩს 9 ნოემბერს ხოჟუვში “რუხთან” გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107248