ფეხბურთი

1:51 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია "ჯუზეპე მეაცაზე"

“სასუოლომ” განაგრძო წაუგებელი სერია. ამჯერად ქულა გასვლაზე ვერონაში მოიპოვა. ათი ტურის შემდეგ დი ფრანჩესკოს გუნდს წარუმატებელი სეზონის სტარტი არ ეთქმის. ძლიერთან თუ სუსტთან, ფაქტიურად ყველა კლასის გუნდთან მოიპოვა ქულები. ჩემპიონატის ლიდერ ტურინელებთან ფრე, ბოლო ადგილოსან “კიევოსთან” ფრე, “პარმასა” და “ემპოლთან” გამარჯვებები.

მონტელას გუნდი ჩვეულ სტილშია, ხან იგებს ხანაც აგებს და თუ გუნდის მიზნად ევროზონაში მოხვედრა ითვლება, ვიჩენცოს ფლორენციულ კლუბში მუშაობის დღეები დიდ დროს აღარ უნდა მოიცავდეს.

სტუმართაგან ერთადერთი გოლი სავიჩის ანგარიშზეა, მაგრამ ედერის გოლმა შეხვედრას დაძაბულობა დაუკარგა, “ფიორე” ქულას ვერ შეწვდა.

ვერონული მატჩის მსგავსად ფრეზე გაიყარნენ “ტორინო” და “ატალანტა.” ვენტურას გუნდს თვალი ევროზონაში მოხვედრაზე უნდა ეჭიროს, თუმცა როგორც სეზონის დასაწყისი უჩვენებს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული თამაშით შემოიფარგლებიან.

ფრიულიზე ექვსი გოლი გავიდა. ანგარიში დი ნატალემ გახსნა, შემდეგ ხან ერთ გუნდს გაჰქონდა, ხანაც მეორეს. ბრწყინვალე ფორმაშია მატრი და პირველი ტაიმის ფრედ დასრულებას მეორე ტაიმში მატრის მიერ გენუელთა დაწინაურება მოჰყვა. შეიძლება ითქვას მატრიმ გადამწყვეტი გოლი შეაგდო, თუმცა კუჩკას გოლმა ყველა კითხვას პასუხი გასცა, ქულები მასპინძლებს დარჩათ.

დღის ბოლო მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” მოულოდნელად დასრულდა. ზაპატას ავტოგოლს დიბალას გოლი მოჰყვა, სამწუთიან მონაკვეთში ინძაგის გუნდმა ორი გოლი გაუშვა და შეხვედრაც ამავე ანგარიშით დასრულდა.

ზაპატა სასტარტოში არ იყო, მესამე წუთზე ალექსის ტრავმას მისი მოედანზე გამოსვლა მოჰყვა, თუმცა უიღბლო ცვლილება გამოვიდა. რაც შეეხება მეორე გოლს არგენტინელი დიბალა კარგ ფორმაშია, გოლიც შეაგდო და გუნდისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს.

“პალერმო” გასავრდნ ზონას სამი ქულით დაშორდა, ხოლო “მილანი” 16 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.

“კიევო” - “სასუოლო” 0:0

ვერონა, “მარკ’ანტონიო ბენტეგოდი”

კიევო: ბიზარი, ბირაგი, ზუკანოვიჩი, დაინელი, ფრეი, შელოტო (ბელომო 70 ), ჰეტემაი, რადოვანოვიჩი (კოფი 56 ), ბირსა, მეჯორინი, პალოსკი

მთავარი მწვრთნელი: მარანი

სასუოლო: კონსილი, ტერანოვა (ანტე 44 ), ვრსალიკო, აკერბი, ბერარდი (ფლორო 82 ), ფლოკარი (პავოლეტი 70 ), მანანელი, მისიროლი, პელუსო, სანსონე, ტეიდერი

მთავარი მწვრთნელი: დი ფრანჩესკო

მთავარი მსაჯი: მარკო გუიდა

გაფრთხილება: აკერბი (22), მეჯორინი (26), მანანელი (36), სანსონე (40), ვრსალიკო (71), ანტე (75), ფლორო (90)

“სამპდორია” – “ფიორენტინა” 3:1 (2:1)

გენუა, “კომუნალე ლუიჯი ფერარი”

სამპდორია: რომერო, დე სილვესტრი, მესბა, კაკატორე, რეჯინი, პალომბო, სორიანო (დუნკანი 90+1), ობიანი, რიცო (კრსტიჩიჩი 71), ოკაკა, ბერგესიო (ედერი 65)

მთავარი მწვრთნელი: მიჰაილოვიჩი

ფიორენტინა: ნეტო, რიჩარდსი (პასკუალე 65), როდრიგესი, სავიჩი, ალონსო, აკვილანი, ვალერო, კუადრადო (გომესი 69), ილიჩიჩი, ბადელი (პიზარო 58), ბაბაქარი

მთავარი მწვრთნელი: მონტელა

გოლები: 1:0 პალომბო (27), 2:0 რიცო (43), 2:1 სავიჩი (45), 3:1 ედერი (78)

მთავარი მსაჯი: ჯაკომელი

გაფრთხილება: რიჩარდსი (19), პალომბო (32), კუადრადო (42), ობიანი (55), რიცო (57), როდრიგესი (58), ბაბაქარი (59)

ტორინო – ატალანტა 0:0

ტურინი, “ოლიმპიკო დი ტორინო”

ტორინო: ჟილე, მორეტი, იანსონი, მაკსიმოვიჩი, დარმიანი, ელ კადური, ვივესი (ფარნერუდი 51 ), პერესი, გაცი, კვალიარელა, მარტინესი (ამაური 59 )

მთავარი მწვრთნელი: ვენტურა

ატალანტა: სპორტიელო, ზაპაკოსტა (რაიმონდი 81 ), ბიავა, ჩერუბინი, დრამე (დელ გროსო 73 ), მილაჩიო, სტენდარდო, ბასელი, კარმონა, ბოაკიე, დენისი (ბიანკი 71)

მთავარი მწვრთნელი: კოლანტუნო

მთავარი მსაჯი: ანჯელო კერველერა

გაფრთხილება: დრამე (35), სტენდარდო (38), მილაჩიო (60), ბასელი (64), კარმონა (89)

“უდინეზე” – “ჯენოა” 2:4 (2:2)

უდინე, “კომუნალე ფრიული”

უდინეზე: კარნეზისი, პირისი, დანილო, ჰერტუ, ვიდმერი, ფერნანდესი (ბადუ 46 ), გილერმე, ალანი (მურიელი 79 ), კონე (ევანგელისტა 64 ), დი ნატალე, ტერუ

მთავარი მწვრთნელი: სტრამაჩონი

ჯენოა: პერინი, რონკალია, დე მაიო, მარკესი, ედენილსონი, სტურარო, გრეკო (კუჩკა 71 ), ანტონინი (ანტონელი 59 ), პეროტი (ბერტოლაჩი 59 ), მატრი, ფალკე

მთავარი მწვრთნელი: გასპერინი

გოლები: 1:0 დი ნატალე (1), 1:1 მარკესი (21), 1:2 ფალკე (24), 2:2 ვიდმერი (41), 2:3 მატრი (54), 2:4 კუჩკა (87)

მთავარი მსაჯი: მასიმილიანო ირატი

გაფრთხილება: დე მაიო (30), რონკალია (33), ფალკე (36), ფერნანდესი (39), გილერმე (90)

“მილანი” – “პალერმო” 0:2 (0:2)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მილანი: ლოპესი, დე შილიო, რამი, ალექსი (ზაპატა 3 ), აბატე, საპონარა, დე იონგი, პოლი (ელ შაარავი 46 ), მენეზი, ტორესი, ჰონდა (პაცინი 68 )

მთავარი მწვრთნელი: ინძაგი

პალერმო: სორენტინო, მუნიოზი, გონსალესი, ანდელკოვიჩი, მორგანელა, ბოლზონი, ბარეტო, ლაზაარი, ვასკესი (ბელოტი 86), მარესკა (ნ’გოუ 68 ), დიბალა (ქვაისონი 89)

მთავარი მწვრთნელი: ლაჩინი

გოლები: 0:1 ზაპატა (ავტოგოლი 23), 0:2დიბალა (26)

მთავარი მსაჯი: ანდრეა გერვასონი

გაფრთხილება: გონსალესი (16), დე იონგი (17), მორგანელა (19), ანდელკოვიჩი (45), ელ შაარავი (51), რამი (88)

თეგებისერია ა
0.118018