ფეხბურთი

13:02 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: “დაუმარცხებელი არავინაა”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა “ბაიერნთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მისი გუნდის და მოწინააღმდეგის შანსების შესახებ ისაუბრა.

კლოპმა აღნიშნა, რომ “ბაიერნი” ძლიერი გუნდია, თუმცა დაუმარხებელი მეტოქე არ არსებობს.

“გვარდიოლას საოცარი გუნდი ჰყავს, თუმცა ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შესაძლებია. ჩვენ არ ვითამაშებთ ისე, როგორც ეს “გლადბახმა” გააკეთა, ჩვენ განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ. კრიზისზე საუბარი კი ნაადრევია” – განაცხადა კლოპმა.

სატურნირო ცხრილში მიუნხენელები თავიანთ დღევანდელ მეტოქეს 14 ქულით უსწრებენ.

გერმანული ფეხბურთის მთავარი დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118683