ფეხბურთი

13:04 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” “პორტუს” ფეხბურთელს დაადგა თვალი

ინგლისური “მანჩესტერ სიტი” პორტუგალიური “პორტუს” მექსიკელი ნახევარმცველის ექტორ ერერას მიმართ იჩენს ინტერესს. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა “ა ბოლა” იუწყება.

“სიტისა” და “პორტუს” ხელმძღვანელობას შორის თბილი დამოკიდებულება სუფევს. წლეულს, მანგალას და ფერნანდოს სახით, პორტუგალიური კლუბიდან ორი ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებში უკვე გადაბარგდა. ამიტომაც პორტუგალიელი ჟურნალისტები არ გამორიცხავენ ამ ტრანსფერის გაჩარხვასაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114611