ფეხბურთი

22:18 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერმაელენი თავის შანსს ელოდება

კატალონიის “ბარსელონაში” წლეულს ჩარიცხული ბელგიელი მცველი ტომას ვერმაელენი “ტრიბალფუტბოლ”-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ თავის შანსს ელოდება, რომელსაც აუცილებლად მიიღებს.

“ლუის ენრიკეს უყვარს ფეხბურთელთა როტაცია. მხოლოდ მესი თამაშობს ყოველთვის, ამიტომაც მე ჩემს შანსს ველოდები და დარწმუნებული ვარ მივიღებ, ამისთვის კი თავდაუზოგავად ვარჯიშს გავაგრძელებ” – განაცხადა ვერმაელენმა.

ბელგიელი მცველი კატალონიაში “არსენალიდან” გადაბარგდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117012