ფეხბურთი

18:23 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სონგს ინგლისში დარჩენა უნდა

“ბარსელონადან” “ვესტ ჰემში” განათხოვრებული ნახევარმცველი ალექს სონგი იმედს გამოთქვამს, რომ ინგლისში სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება.

“ვფიქრობ, ჩემი მომავალი ინგლისთანაა დაკავშირებული. მე და ჩემს ოჯახს აქ ძალიან მოგვწონს. ამ ქვეყანაში დაბრუნებით ბედნიერი ვარ.

ჯერჯერობით, ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ, სეზონის ბოლოს კი ვნახავთ, რა მოხდება.” – აცხადებს ალექს სონგი, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112835