ფეხბურთი

16:21 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანს რახიმოვმა სათქმელი არ უთხრა

რუსულმა ინტერნეტპორტალმა championat.com-მა რაშიდ რახიმოვის მოსკოვის “ლოკომოტივის” მთავარ მწვრთნელად მოღვაწეობის პერიოდიდან 9 ეპიზოდი გაიხსენა და ერთ-ერთი მათგანი გუნდიდან ქართველი ფეხბურთელის მალხაზ ასათიანი გაშვებას შეეხო.

“2009 წლის თებერვალში მალხაზ ასათიანმა დედაქალაქური კლუბიდან წასვლის დეტალებზე ისაუბრა. ქართველი მცველის თქმით, “ლოკომოტივის” არც პირველ და არც მეორე გუნდში ავარჯიშებდნენ. ასათიანი, იმ დროს დრამან ტრაორესთან, სმოლნიკოვთან, სპახიჩთან და პერეირასთან ერთად ფიზმომზადების მწვრთნელთან ვარჯიშობდა. ასათიანმა რახიმოვთან საუბრის შემდეგაც ვერ გაიგო, მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება რატომ იყო. მოგვაინებით ფეხბურთელმა “ლოკომოტივის” პრეზიდენტისგან შეიტყო, რომ გუნდს არ შეესაბამებოდა, მან მთავარი მწვრთნელის სიტყვები გადასცა” – იუწყება championat.com-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112112