ფეხბურთი

16:51 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოუენმა ბალოტელი დაიცვა

“ლივერპულის” ყოფილი ლეგენდა და 2001 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი მაიკლ ოუენი მარიო ბალოტელის კრიტიკას საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე გამოეხმაურა.

ოუენმა განაცხადა, რომ “ლივერპულის” დანარჩენ მოთამაშეებს ბალოტელისადმი მეტი პატივისცემა და გვერდით დგომა მართებთ.

“სიამოვნებდით ვიხილავდი მას ძირითადში მომავალ უიქ-ენდზეც, თუნდაც არ იყოს საუკეთესო ფორმაში, ბალოტელი მაინც სხვებზე მაღლა დგას. არაა საჭირო ყველაფრის მარიოზე გადაბრალება, თანაგუნდელებს მისი მხარდაჭერა და მეტი პატივისცემა მართებთ”, - აქვეყნებს თავის მოსაზრებას ოუენი.

მარიო ბალოტელი “ენფილდზე” გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა გუნდთან შეთამაშება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, რის გამოც მის მიმართ კრიტიკა დღითიდღე იზრდება.

გიორგი მელქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118215