ფეხბურთი

14:40 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი: “რონალდუ უკეთეს ფორმაშია, ვიდრე მესი”

ესპანეთის ნაკრების და მადრიდის “რეალის” კაპიტნის იკერ კასილასის თქმით, მომავალ “ელ კლასიკოს” უკეთეს ფორმაში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ხვდება, ვიდრე ლიონელ მესი. ეს განცხადება იკერმა “კანალ პლუსთან” საუბრისას გააკეთა.

“რონალდუ უკეთეს ფორმაშია ვიდრე ლიონელ მესი ეს გუშინდელმა მატჩმაც ძალიან კარგად დაგვანახა და ის ბოლოდროინდელი მოგებები, რომლებიც “რეალმა” ბოლო პერიოდში დააგროვა, რონალდუს დამსახურებაა”.

კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონში 12 ჩატარებულ შეხვედრაში უკვე 20 გოლი დაუგროვდა, რაც ბრწყინვალე შედეგია, ხოლო მესის 9 გოლი 11 შეხვედრაში.


თორნიკე ზეიკიძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123288