ფეხბურთი

15:06 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტომას მიულერი: “უცნაური იყო 5:0-ზე მოედნიდან გასვლა”

“ბაიერნის” შემტევმა ტომას მიულერმა “რომასთან” ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გერმანულმა კლუბმა მატჩის ბედი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყვიტა, როდესაც 5 უპასუხო გოლი გაიტანა.

“ბაიერნმა პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. შესვენებამდე 5:0 ვიგებდით და წინ კიდევ 45 წუთი იყო. თავს უცნაურად ვგრძნობდი” –ციტირებს BBC მიულერის სიტყვებს.

“ბაიერნმა” რომში ადგილობრივი “რომა” 7:1 დაამარცხა. მიულერმა მატჩში ერთი გოლი გაიტანა - 36 წუთზე პენალტით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114286