ფეხბურთი

14:42 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: "რთული მატჩი გველოდება"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის წინ განაცხადა, რომ "მერსისაიდელებს" მადრიდის "რეალის" ტოპ-კლასის ფეხბურთელების წინააღმდეგ რთული მატჩი ელით.

"წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ჩვენთვის აღნიშნული შეხვედრა უდიდესი გამოწვევაა. გასული სეზონისგან განსხვავებით მაღალ დონეზე გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვთამაშობთ, თუმცა წარმატების მიღწევა შეგვიძლია. მოწინააღმდეგე ტოპ-კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, ყველაზე საშიში კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. შინ ჩვენი მებრძოლი სული ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება მერვედფინალის საგზურისკენ." - განაცხადა როჯერსმა.

მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ "ლივერპულს" ტრავმირებული ფლანაგანი და სტარიჯი ვერ დაეხმარებიან, ხოლო მამადუ სახოს თამაში ეჭვქვეშაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109451